მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას მამა ილია ნასიძე მღვდელმთავრებთან ერთად ატარებს. ფერიცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. ფერიცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება და ხილი იკურთხება. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.