მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალებას აღნიშნავს

15:01, 19.08.2026

მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია. სადღესასწაულო წირვა პატრიარქმა შიო მესამემ სამთავროს დედათა მონასტერში აღავლინა. ზიარების დასრულების შემდეგ კი იქადაგა ფერისცვალების მნიშვნელობაზე. აკურთხეს ხილი, რაც ამ დღესასწაულის ერთ-ერთი ტრადიციაა და ძველი აღთქმის გადმოცემას უკავშირდება, როდესაც ადამიანები ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, პირველ მოსავალს ტაძარს სწირავდნენ. ფერისცვალების დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

მსგავსი