მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა მიმდინარეობს. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას უწმინდესის თანამოსაყდრე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. ფერისცვალება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძარში ხილი იკურთხება. როგორც ცნობილია, იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს, თაბორის მთაზე ღრუბლის მოსვლა.