მართლმადიდებელი ეკლესია ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. პატრიარქმა, თარიღთან დაკავშირებით, სიონში, სამღვდელოებასთან ერთად, პარაკლისი გადაიხადა. შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა, ამ დღის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა, უძველესი დროიდან მოდის. არსებული ცნობებით, იგი პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება.