მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერისცვალებას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერისცვალებას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო წირვას მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.

ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა.