მარტა კოსი საქართველოს შესახებ - გამოხმაურება

„საქართველო არის შეხსენება, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს, რომ ევროპულ გზაზე წინსვლა ავტომატურად იქნება უზრუნველყოფილი“, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სესიაზე მან ევროკავშირის გაფართოების მნიშვნელობასა და ევროპულ გზაზე კანდიდატი ქვეყნების პროგრესზე ისაუბრა.

მარტა კოსის თქმით, „საქართველოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი, მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ ბოლო დროს მიღებულ კანონებთან ერთად, აღნიშნავს ქვეყნის დემოკრატიის სერიოზულ უკუსვლას. როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ევროკავშირმა უნდა განიხილოს საქართველოს ინტეგრაციის გზაზე დაბრუნება მხოლოდ მაშინ, თუ ხელისუფლება გადადგამს საიმედო ნაბიჯებს დემოკრატიული უკუსვლის შესაცვლელად“.