მარნეულის პირველი საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა

მარნეულის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღებენ განათლებას.

350 მოსწავლეზე გათვლილი ახლად აშენებული საჯარო სკოლა თანამედროვე ინვენტარით და სახანძრო უსაფრთხოების სისტემითაა აღჭურვილი.

საგანმანათლებლო დაწესებულება ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. სკოლაში მოეწყო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და ღია სპორტული მოედანი.

სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირადად მიულოცეს განახლებულ გარემოში ახალი სასწავლო წლის დაწყება და სკოლის ახალ მატერიალურ და ტექნიკურ ბაზას გაეცნენ.