მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარი – გამოხმაურება
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საერთო ინტერესის მქონე საკითხები განიხილეს, მათ შორის, უსაფრთხოება კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ირაკლი კობახიძეც. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მხარეებმა პარტნიორობის გადატვირთვასა და კავკასიის რეგიონში საქართველოს როლის შესახებ ისაუბრეს. ასევე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია მთავარი პრესსპიკერის მოადგილის, ტომი პიგოტის განცხადების შესახებ. ის ამბობს, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ განიხილეს საერთო ინტერესის საკითხები, მათ შორის უსაფრთხოება კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში.
მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს აფასებენ პოლიტიკური პარტიები.