მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარი
გადაიტვირთება თუ არა ამერიკა საქართველოს ურთიერთობები – ეს პოლიტიკური შეფასებების კიდევ ერთი თემაა. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ განიხილეს ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია და იყო კრიტიკული გზავნილები შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. „ქართული ოცნება“ კი მარკო რუბიოს ზარს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მხრივ სერიოზულ ნაბიჯად და მნიშვნელოვან გზავნილად განიხილავს.