„ეჭვგარეშეა, დრონები განზრახ იყო გაშვებული. ისმის კითხვა, იყო თუ არა დრონები სპეციალურად პოლონეთში შესასვლელად განკუთვნილი“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ისრაელში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს მოვლენების მიუღებელი, სამწუხარო და სახიფათო განვითარებაა.