მარკო რუბიოს განცხადება
„ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია, გამოფხიზლდეს ხანგრძლივი ძილისგან და კვლავ ააგიზგიზოს ის ცეცხლი, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო“ – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. ათენში სიტყვით გამოსვლისას, რუბიომ აღნიშნა, რომ დასავლეთი გადამწყვეტ გზაჯვარედინზე იმყოფება და მომდევნო ათწლეული გადაწყვეტს, ის მსოფლიოს სათავეში თავის ადგილს შეინარჩუნებს თუ, განწირული იქნება ატროფიისთვის, დამონებისა და დეგრადაციისთვის. მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, შეერთებულმა შტატებმა არჩევანი უკვე გააკეთა. რუბიომ ანტიკური საბერძნეთისა და კლასიკური სახელმწიფო მართვის მაგალითებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძველ ბერძნებს კარგად ესმოდათ ინტერესების, წინდახედულობისა და ძალის გამოყენების მნიშვნელობა. მისივე თქმით, სწორედ ამ კლასიკური მიდგომის დაბრუნებას ცდილობს ტრამპის ადმინისტრაცია, არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის, არამედ მთელი ცივილიზაციისთვის.