მარკო რუბიოს განცხადება 

12:13, 17.07.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ვაშინგტონში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერებთან ერთად განიხილა ანტიტერორისტული არქიტექტურა, რათა მემარცხენე ექსტრემიზმის ახალი ტალღა ერთობლივად დაამარცხონ. „დღეს მე მსოფლიოს ლიდერები შევკრიბე მინისტერიალის შეხვედრაზე პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ, რასაც ძალადობრივი მემარცხენე ექსტრემიზმის მზარდი ტალღა იწვევს. ერთად უნდა აღვადგინოთ ჩვენი ანტიტერორისტული არქიტექტურა, რათა დავამარცხოთ ამ ძველი ბოროტების ახალი ტალღა“, – წერს მარკო რუბიო.

მსგავსი