მარკეტინგული კამპანიები ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის

რვაათასწლოვანი უწყვეტი ტრადიცია – მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაცია გრძელდება.

სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობის მხარდამჭერი ღვინის ეროვნული სააგენტოა, ქართველ მწარმოებლებს კი შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროდუქცია მსოფლიოს გააცნონ და ახალი ბაზრები აითვისონ. ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი კამპანიების ფარგლებში ქართული ღვინო წელს უკვე 100-ზე მეტ ქვეყანაში დააგემოვნეს. როგორც ირკვევა, განსაკუთრებულ ინტერესს ქვევრის ღვინის გემოვნური თვისებები და მისი დამზადების უნიკალური ტექნოლოგია იწვევს. გაზრდილია ღვინის კომპანიების ჩართულობაც, სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ ღონისძიებებს მეღვინეები ახალი ბიზნეს კავშირების დამყარების შესაძლებლობად განიხილავენ.