„ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ასევე შეიძლება გახდეს ნატო-ს წევრი, შეუძლია, სურვილი გამოთქვას. შემდეგ კი – არსებობს პროცესი. ცხადია, მე არ ვარ გულუბრყვილო იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება“ – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა. მისი თქმით, ნატო საქართველოსთან თანამშრომლობს და არსებულ მდგომარეობაზე წუხილსაც გამოთქვამს. ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.