მარინა კალიურანდის განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგი ნაბიჯი, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა უნდა იყოს , – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი „პარტიის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას.

„მომწონს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს თავიანთი მანდატების აღება და პარლამენტში მუშაობის დაწყება, როგორც ამას ამომრჩეველი ავალდებულებს. შემდეგი ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აპრილის შეთანხმების ხელმოწერა უნდა გახდეს. ეს რეალურ პასუხისმგებლობასა და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვას ნიშნავს“, – წერს კალიურანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

მოამბე