მარიამობის დღესასწაული – საზეიმო წირვა ბარაკონის ტაძარში
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა აღევლინა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. წირვა ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა, მეუფე ვახტანგმა აღავლინა. წირვას მრევლთან ერთად, ბარაკონის ეკლესიაში პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. წირვის დასრულების შემდეგ პრემიერმა მართლმადიდებლებს დღესასწაული მიულოცა.