მარიამობა – პატრიარქის ქადაგება
დღეს, 28 აგვისტოს, მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება. მარიამობა ერთ-ერთია 12 უდიდეს დღესასწაულს შორის და საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. დღესვე, ორკვირიანი მარხვა დასრულდა. მარიამობის დღესასწაულზე, ღვთისმშობლის მიძინების სიონის საკათედრო ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო დილიდან, სადაც წირვა კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. საეკლესიო გადმოცემით, ღვთისმშობლის მიძინება სიონის მთაზე მოხდა, ამიტომაც მიძინების სახელობის ტაძარს სიონს უწოდებენ. მოციქულთა გადმოცემით, დაკრძალვიდან სამი დღეს შემდეგ ღვთისმშობლის საფლავი ცარიელი დახვდათ, ამიტომაც ეკლესიამ ამ დღეს მიძინება უწოდა. ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმინდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება.