მარიამობა

დილიდან ხალხმრავლობა იყო სიონის საკათედრო ტაძარში. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულა. სიონის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა აღავლინა, რომელმაც წირვის დასრულების შემდეგ მორწმუნეებს ქადაგებით მიმართა და ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა.