მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტი ბაქოში

15:19, 17.11.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქვრივიშვილის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება დარგობრივ მინისტრებთან. ამასთან, მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს, მიმდინარე და დაგეგმილ ერთობლივ პროექტებს, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს. მინისტრი აზერბაიჯანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

მსგავსი