მარიამ ჯიშკარიანმა სტრასბურგის სასამართლოში 2009 წელს გასაჩივრებული საქმე მოიგო
მარიამ ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ცენტრი “ემპათიას” ხელმძღვანელმა 2009 წელს გასაჩივრებული საქმე მოიგო.
ცენტრის ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საუბარია 2005 წელს, მის მიერ გაკეთებულ საექსპერტო დასკვნებზე, რომელითაც იკვეთებოდა, რომ სხვადასხვა მსჯავრდებულების მიმართ ირღვეოდა უფლებები.
მისი თქმით, სწორედ ამის შემდეგ, მას იმ დროინდელი იუსტიციის მინისტრი, კოტე კემულარია დაუპირისპირდა და ჯიშკარიანი ღიად დაადანაშაულა კორუფციაში. მარიამ ჯიშკარიანმა რეპუტაციის შელახვისთვის მინისტრს ადგილობრივ სასამართლოებში უჩივლა, თუმცა, არც ერთმა ინსტანციამ მომჩივანი დაზარალებულად არ ცნო.
2009 წლიდან კი ცენტრის ხელმძღვანელმა ბრძოლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს გზით დაწყო და ორი დღის წინ ევროსასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განჩინებით დაადასტურა, რომ მარიამ ჯიშკარიანის მიმართ დარღვევებს ჰქონდა ადგილი.