მარგველაშვილის ბრინჯაო დოჰას „მასტერსზე“

მარგველაშვილმა დოჰას „მასტერსზე“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე „მასტერსის“ ტურნირზე ძიუდოში, პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას ოთხი მამაკაცი და ორი ქალი ძიუდოისტი იცავდნენ. ხუთი სპორტსმენი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა გათამაშებას. მედლისთვის ბრძოლა მხოლოდ 66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა შეძლო. ფინალურ ბლოკში ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედლისთვის მოლდაველი დენის ვიერუ ეფექტური გდებით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს დოჰას „მასტერსზე“ პირველი მედალი მოუტანა.

ხვალ 2021 წლის პირველ ტურნირზე სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს – 73კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი, ხოლო 81კგ-ში – ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე.

დატოვე კომენტარი