მარათონი ყაზბეგში

პირველად საქართველოში ყაზბეგმა ექსტრემალური წინაღობების მარათონს უმასპინძლა. მასში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

მარათონში წარმატებულად იასპარეზეს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის, ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა.

ღონისძიების საქართველოში გამართვის ინიციატივა პოლონეთის სპორტული დაბრკოლებების ორგანიზაციას ეკუთვნის. მარათონი საშეჯიბრო ფორმატში სხვადასხვა დისტანციაზე ბარიერების გადალახვას გულისხმობს. ის საქართველოსა და პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.