„მაქვს კითხვები გამოძიებისადმი“- გია ვოლსკი მუხთარლის საქმეზე

საკანონმდებლო ორგანოში კომენტარი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებითაც გაკეთდა. უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, საეჭვოა ის ფაქტი, რომ დედაქალაქის ცენტრიდან, ჟურნალისტის გატაცებას არც ერთი მოწმე არ ჰყავს და საქმეში არსებული ჩანაწერებიც ბუნდოვანია. ვიცე-სპიკერი იმედოვნებს, რომ გამოძიება საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტ განმარტებას გააკეთებს და ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებას და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახს აქვს, პასუხი გაეცემა.