მანიპულაცია სტატისტიკური მონაცემებით – შეფასებები
„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრის, ვიკა ფილფანის მიერ წარდგენილი სტატისტიკური მონაცემები პოლიტიკური შეფასებების თემაა. საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროც ეხმაურება. უწყების ცნობით, ფილფანის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არაა ზუსტი და მან უნდა განმარტოს, რას ეყრდნობა ეს მონაცემი.
შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ფილფანმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ 2026 წლის პირველი კვარტალში რეგისტრირებულია 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი, რეალურად კი ეს მაჩვენებელი არა 532, არამედ 15-ია და ეს საქმეები პოლიციის მიერ გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ფილფანის მიერ გაჟღერებული ციფრი – 532 მოიცავს სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საერთო რაოდენობას, მათ შორის გაუფრთხილებლობით გარდაცვალებასა და სუიციდს ან სუიციდის მცდელობას, ამ რიცხვში შედის ასევე იმგვარი გარდაცვალების ფაქტებიც, რომლებიც საჭიროებს დამატებით გამოძიებას, რათა გამოირიცხოს დანაშაულის არსებობა.