მანიპულაცია დანაშაულის სტატისტიკით – პოლიტიკური შეფასებები

21:20, 16.09.2026

ოპოზიცია დანაშაულის სტატისტიკით მანიპულირებას განაგრძობს. ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებას საგანგაშოდ ამჯერად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს. პარლამენტის სხდომაზე ვიკა ფილფანის მიერ გაჟღერებულ მონაცემებს, რომ წლის პირველ ოთხ თვეში 500-ზე მეტი განზრახ მკვლელობის ფაქტი ფიქსირდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალური სტატისტიკით პასუხობს. უწყებაში ოპოზიციონერ დეპუტატს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პირველ კვარტალში 15 განზრახ მკვლელობა მოხდა, საიდანაც 15-ვე გახსნილია. მანიპულაციად ფასდება ფილფანის მიერ დასახელებული მეორე მონაცემიც. სტატისტიკის მუდმივი საჯაროობის ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ოპოზიციის მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობაზე საუბრობს. ოპოზიციური პარტია კი დეტალური პასუხის მიუხედავად, უწყების მონაცემებს უნდობლობას უცხადებს.

 

მსგავსი