მამუკა მდინარაძის განცხადება
ვინ იქნება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი – ამ საკითხზე გავრცელებულ მოსაზრებებს მამუკა მდინარაძე ეხმაურება. სოციალურ ქსელში უმრავლესობის ლიდერი წერს: პოლიტიკური კულტურა/ტრადიცია არსებობს, რომ [თბილისის მერობის კანდიდატის] დასახელებამდე თავი უნდა შეიკავო ბოლომდე დადასტურებისგან – კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ, – ვკითხულობთ მდინარაძის პოსტში.
მისივე ინფორმაციით, ოფიციალურად, მერობის კანდიდატებს პოლიტიკური საბჭო წარადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს 31 ივლისს დაასახელებს.