მამუკა მდინარაძის განცხადება

„ქართულ ოცნებაში“ დასრულდა უმრავლესობის სხდომა, რომლის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ პარტია დეოლიგარქიზაციის საკითხზე კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გადააგზავნის. ასევე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურებიდან მმართველი გუნდი რვა კანდიდატზე გააგრძელებს მსჯელობას. მათ შორის არის „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩიაც.