მამუკა მდინარაძის განცხადება

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, უახლოეს დღეებში „ნაციონალური მოძრაობა“ საზღვარგარეთ ფარული ჩანაწერების ატვირთვას საჯარო პირებზე გეგმავს.

მამუკა მდინარაძის თქმით, ფალსიფიცირებული ან პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების მიზანი, ფონის შექმნა და საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევაა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია მმართველ გუნდს „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიაწოდეს.

მამუკა მდინარაძის ბრალდებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაუგებარს უწოდებენ და „ქართული ოცნებისგან“ ამ საკითხზე დამატებით განმარტებებს ითხოვენ.