„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართული აგენტურული ოპოზიცია უკრაინის ჯარის შეტევასა და წინსვლაზე კურსკის მიმართულებით ხმას არ იღებს. მისივე თქმით, იმ ფონზე, რომ პრიგოჟინის შემთხვევაში, სხვადასხვა ტიპის განცხადებებს აქტიურად აკეთებდნენ.
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ამ სიჩუმეს გამაოგნებელს და პარადოქსულს უწოდებს. „მმართველი პარტიის მთავარი გამოწვევაა, რომ ქვეყანა აგენტურას არ გაანადგურებინონ და საქართველომ გააგრძელოს განვითარება და მშვიდობიანი, ღირსეული სვლა ევროპისკენ“. – წერს მდინარაძე.