მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, ოთხი ბარიერგადალახული კოალიციის გაერთიანებაზე, პოლიტიკოსები აფასებენ.
„ლელოს“ ლიდერის მოწოდებით, უნდა შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, სადაც წამყვან როლს სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს. მამუკა ხაზარაძის ინიციატივამ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ვინ, რა პირობით დათანხმდება შეთავაზებას, ან მოხერხდება თუ არა ხაზარაძის იდეის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება, ჯერ უცნობია. ოპოზიციის ნაწილი შეთავაზებას იწონებს და მთავარ გამოსავალს სწორედ მეტ ერთიანობაში და კონსოლიდაციაში ხედავს. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე აცხადებს, რომ თუ იქნება ერთობა, რომლის ლიდერიც სალომე ზურაბიშვილი იქნება, თავად მისი ნაწილი არ გახდება. ოპონენტების გეგმების მიმართ მმართველი გუნდი სკეპტიკურად არის განწყობილი.