„ნაციონალური მოძრაობა“ მამუკა ხაზარაძის შეთავაზებას დღეს უკვე გამოეხმაურა. კაპიტულაცია – ასე აფასებს ირაკლი ფავლენიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ამით „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ლეგიტიმაციას მოიპოვებს.
მმართველი გუნდი კი ოპოზიციას უპრინციპოს უწოდებს. „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ დავალება ოპონენტებმა ქვეყნის გარედან მიიღეს და გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ შეცვალეს. უმრავლესობაში ამბობენ იმასაც, რომ ოპოზიციის უცხოელი პარტნიორები ფსონს ახლა „ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიაზე დებენ.