მამუკა ხაზარაძის განცხადება - შეფასებები

პოლიტიკური სპექტრი პარტია „ლელოს“ ლიდერის განცხადებას აფასებს.

მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან ინტერვიუში გიორგი გახარიას მხრიდან მიღებულ მუქარის წერილზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ მას არ დაუკმაყოფილებია წაყენებული პირობები და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ „ტვ პირველისა“ და „არტ-არეას“ სარედაქციო პოლიტიკა არ შეუცვლია, სამაგიეროდ, გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის მთვრობამ შეასრულა ის, რომ წლების განმავლობაში ცდილობენ მისი და ბადრი ჯაფარიძის რეპუტაციის შელახვას.