მამუკა ხაზარაძის განცხადება - გამოხმაურება

ქართული ჯარისადმი მამუკა ხაზარაძის მოწოდებას, რომ არ დაემორჩილონ ახალ პრეზიდენტს და უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე, პოლიტიკური სპექტრი ეხმაურება.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხაზარაძის განცხადებას ეთანხმებიან. ისინი ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ეს ქვეყნის არევის კიდევ ერთი მცდელობაა, ამ ფორმით კი ჯარზე საუბარი მათთვის მიუღებელია.