სასამართლო პროცესის დაწყებამდე, პარტია „ლელოს“ დამფუძნებლებმა ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოსთან პრეზენტაცია-ბრიფინგი გამართეს. მათ იმერეთის რეგიონის განვითარებაზე საკუთარი ხედვა წარმოადგინეს. ასევე, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქვეყანაში შეჩერებულია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაშიც დახარჯულია ასეულობით მილიონი ლარი.