საგამოძიებო კომისიის მიერ მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურისთვის გადაცემას ეხმაურება თავად „ლელოს“ ლიდერი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. მამუკა ხაზარაძის თქმით, საგამოძიებო კომისია, რომლის ფარგლებშიც დაიბარეს, არალეგიტიმურია, ისევე, როგორც თავად პარლამენტი, რის გამოც, კომისიის სხდომაზე არ მივიდა. მისი განცხადებით, ყველა შეკითხვას სასამართლოში უპასუხებს, სადაც სხდომა მისივე განცხადებით უკვე ჩაინიშნა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმისთვის თავის არიდებას და ქვეყნის დატოვებას არ აპირებს. ხაზარაძე ეხმაურება მანამდე მის წინააღმდეგ ფულის გათეთრების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას და მასაც აბსურდულს უწოდებს. ამ კონტექსტში გაიხსენა გაიხსენა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, მის წინააღმდეგ არსებული დავაც.