მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება

მამუკა ხაზარაძე პარლამენტს ტოვებს, თუმცა შესაბამისი განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოსთვის ჯერ არ მიუმართავს. ოფიციალური განაცხადის შემდეგ, პროცედურის თანახმად, საკითხზე კანონმდებლებმა უნდა იმსჯელონ. დაიშლება თუ არა „ლელო საქართველოსთვის“ ფრაქცია – ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, იპოვიან თუ არა მამუკა ხაზარაძის შემცვლელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწევთ მუშაობის გაგრძელება.

მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, პარლამენტში რჩება ბადრი ჯაფარიძე. მისი განმარტებით, ის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას აგრძელებს, რადგან საერთაშორისო პარტნიორებთან ვალდებულება აქვთ აღებული და განსახორცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები.