მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელია მოინახულა

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას N მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ხვდება. „ლელოს“ ლიდერის განცხადებით, ისაუბრებენ ორ თემაზე. მისი განცხადებით, ნიკა მელიამ უნდა გამოიყენოს გირაო, ვინაიდან ევროკავშირის ფონდის გამოყენება იქნება უპრეცედენტო, ხოლო საუბრის მეორე თემა საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება.