მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას აანონსებს. ამის შესახებ ის განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

წერილში ვკითხულობთ:მიზანშეწონილად მივიჩნევ, სექტემბრიდან ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. 20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ.

როგორც ხაზარაძე განმარტავს, ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს და სწორედ ამ მოვლენებმა განაპირობა მოძრაობის შექმნის აუცილებლობა.