მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა

69 წლის ასაკში მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა. იგი 1995 წლიდან აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას ეწეოდა. კომპოზიტორისა და მომღერლის რეპერტუარის დიდი ნაწილი მამის, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს მოიცავს. გამოცემული აქვს რამდენიმე ალბომი და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.  1999 წელს მიენიჭა XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის – „მაღლა და მაღლა“. მოგვიანებით გადაეცა „ოქროს დისკი“ წლის საუკეთესო სიმღერებისთვის – „ჩემი აღარა ხარ“, „გაზაფხული“, „აპრილი“ და „დედის ჯერი“. 2014 წლის 10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი. 2023 წელს კი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.