მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება

მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საელჩოებს ღია წერილით მიმართავენ.

მათი განცხადებით, წერილს გამოძიების დროს აღმოჩენილი დარღვევების სიას და ახალ მტკიცებულებებს დაურთავენ, რომლებიც, მათივე თქმით, აქამდე არ ყოფილა გაჟღერებული.

კუბლაშვილის განმარტებით, მათ უჭირთ აღნიშნულ საქმეზე სიმართლის დადგენა, რადგან გამოძიებას ხელს უშლიან.