მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლებას ადანაშაულებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ძმისთვის სოციალური დახმარების სტატუსის შეჩერებაში სახელმწიფოს ადანაშუალებს. მისი თქმით, ოჯახს სტატუსი მას შემდეგ შეუჩერეს, რაც მაჩალიკაშვილებმა აქციები დააანონსეს და ქუჩაში გამოვიდნენ.

მაჩალიკაშვილის ბრალდებებს უარყოფენ ჯანდაცვის სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ ოჯახს სოციალური დახმარება 2018 წლის ოქტომბერში მაღალი ქულების გამო მოეხსნათ. მათივე განმარტებით, ოჯახების შემოწმება ყოველწლიურად ხდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ცვლილება განხორციელდა, მაგალითად, ახალი ოჯახის წევრის შეძენის შემთხვევაში ოჯახს უფლება აქვს განმეორებითი შემოწმებისთვის რაიონულ სოციალურ მომსახურეობის სააგენტოს მიმართოს.

კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის დირექტორის მოადგილის, თეონა ქალდანის თქმით, მაჩალიკაშვილებს ნამდვილად შეეძინათ ახალი წევრი, თუმცა ოჯახს ხელახალი გადამოწმების მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის არ მიუმართავს.