მალხაზ კობაურის საქმე

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სასჯელის ზომას მოსამართლე დღეს გამოაცხადებს. ის ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს.

გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა. კობაურს  16-დან 20-წლამდე ან უვადოდ პატიმრობა ემუქრება.

სასამართლოს მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.