მაკრონის, ტუსკისა და მერცის განცხადებიდან პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაში მძლავრობს „დიფ სთეითი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ის, რაც ალბანეთში მაკრონმა უთხრა, თავისი არსით ეწინააღმდეგება გავრცელებულ განცხადებას. საფრანგეთის პრეზიდენტმა, პოლონეთის პრემიერმა და გერმანიის კანცლერმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის ოპონენტების წინააღმდეგ ყველა თავდასხმას. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უნდა იყოს დაცული. გადაჭარბებული ძალადობის შემთხვევები უნდა იქნეს გამოძიებული. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებს, უნდა შეიცვალოს, ხოლო საჭირო რეფორმების პროცესი განახლდეს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“.- ნათქვამი იყო მაკრონის, ტუსკისა და მერცის განცახდებაში.