„მაკნატუნა“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ ანშლაგით ტარდება. ოთხთვიანი გასტროლის შემდეგ, სპექტაკლებს საბალეტო დასი ქართველი მაყურებლისთვის წარმოადგენს. სპექტაკლის ახალი ქორეოგრაფიული რედაქცია, რომელიც 2020 წელს დაიდგა, ნინო ანანიაშვილსა და ალექსეი ფადეეჩევს ეკუთვნით. ბალეტ „მაკნატუნას“ ოპერისა და ბალეტის თეატრში კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე დაესწრო.