„როგორ შეუძლიათ დემონსტრანტებს გამარჯვება?“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის სტატიას გამოცემა Civil.ge. თორნტონი წერს, რომ ქართველი ხალხი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ევროპულად და დემოკრატიულად მიიჩნევს, უკვე ორი თვეა პროტესტს გამოხატავს ახალი არჩევნების მოთხოვნით. „რა განაპირობებს დემოკრატიული საპროტესტო მოძრაობის წარმატებას?“- ამ კითხვაზე საპასუხოდ, თორტონი რამდენიმე ქვეყნის მაგალითს განიხილავს, თუმცა, საქართველოსთან დაკავშირებით წერს : „ საქართველოში პროტესტის მონაწილეთა სიმტკიცე მახსენებს დემოკრატიის სხვა გმირებს სხვა მხრივ. ძალისხმევამ, დაეკავშირებინათ პროტესტი, რომელიც ევროკავშირის წევრობასა და არჩევნებს სცდება, ქართველების უფრო ღრმა წუხილებსა და ყოველდღიურ პრობლემებთან, უფრო ფართო მხარდაჭერა მოიპოვა. მოძრაობის გადასვლა ღამის პროტესტებიდან მთელი დღის განმავლობაში საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და გაფიცვების ეტაპზე – მასიური ზეწოლა, რომელიც ძლევს და ბოლოსდაბოლოს არცხვენს ხელისუფლებაში მყოფთ“, – წერს ლორა თორნტონი.