მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი ინდოეთში

შუა დერეფნის პოტენციალის ათვისება, ევროპა-აზიის დაკავშირების კონტექსტში ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობა, ევროკავშირთან ურთიერთობა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები – ეს ყო ძირითადი საკითხები, რაზეც ინდოეთში გამართული რაიზინა დიალოგის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაამახვილა ყურადღება. მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო რამდენიმე პანელურ დისკუსიაში, ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა არაერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ვიზიტის დასასრულს კი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მასპინძელი ქვეყნის კოლეგა მინისტრს შეხვდა.