საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოელ კოლეგას შეხვდა.
„რაიზინა დიალოგის“ ფარგლებში მხარეებმა დახურულ კარს მიღმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, იმსჯელეს თანამშრომლობის არსებული პოტენციალის უკეთესად გამოყენების მიზნით თანამშრომლობის გაძლიერებაზე. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობასა და მთავრობათაშორისი ფორმატების გააქტიურებაზე. შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში პოლიტიკური კონსულტაციებისა და ეკონომიკური კომისიების ფორმატში შეხვედრების გამართვაზე. ითქვა, რომ ქვეყნები თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებით არიან დაინტერესებული.