მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დაიწყო. აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაკა ბოჭორიშვილს ზაგულბას საპრეზიდენტო რეზიდენციაში უკვე უმასპინძლა ილჰამ ალიევმა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრები აზერბაიჯანის პრემიერთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. დღესვე საგარეო საქმეთა სამინისტროში, კოლეგების შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები.