მაკა ბოჭორიშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და ბოლო თვეებში განვითარებულ პროცესებზე ჟენევაში ისაუბრეს.

საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს. მაკა ბოჭორიშვილმა არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებს მანიპულაციები უწოდა და მისი არ აღიარებისკენ მოწოდებები ხელოვნური კრიზისის შექმნის მცდელობად შეაფასა. გამოსვლის დროს მინისტრმა ისაუბრა მართლმსაჯულების სისტემაზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, უკრაინაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობას. ამ კონტექსტში მინისტრმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიც ახსენა, რომლებიც ოკუპაციაზე და მის მძიმე შედეგებზე რუსეთის პასუხისმგებლობას ადასტურებს. საბჭოს სხდომის პარალელურად მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრებიც – საქართველოს პირველი დიპლომატი გაერო-ს გენერალურ მდივანს ესაუბრა.