მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მინისტერიალზე

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მინისტრთა საბჭოს სესიის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით გამოვა მალტის ვიცე-პრემიერის, საგარეო უწყების ხელმძღვანელის, იან ბორგის მიერ ორგანიზებულ უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებაზე. მინისტერიალის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან. მაკა ბოჭორიშვილი მალტაში უკვე შეხვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს, რომელმაც ქართველ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის, ეკონომიკის და ვაჭრობის საკითხები განიხილეს, ასევე აღინიშნა რეგიონის სატრანზიტო პოტენციალი.